22 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდეც, ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი, რას წარმოადგენს NED-ი - ბექა ოდიშარია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვრცელ ანგარიშს "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" საქმიანობის შესახებ "ქართული ოცნება" აფასებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური უწყების ანგარიში საქართველოსთვის გასაკვირი არ არის.

"ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდეც ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რას წარმოადგენს NED-ი და რომ ის, აგერ უკვე 40 წელზე მეტია, მოქმედებს ამერიკის ხელისუფლების დაფინანსებით. ის, ბუნებრივია, მოქმედებს და ავრცელებს დემოკრატიას იმგვარად, როგორადაც ეს შედის აშშ-ის ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესებში. ამაში გასაკვირი არაფერია, აშშ დიდი სახელმწიფოა და მას აქვს მუდმივი ინტერესები, მათ შორის, გეოპოლიტიკურიც.

უბრალოდ, ჩვენთვის გასაკვირი და დასანანია, რომ ძალიან ხშირად, ექსტრემისტული ქართული "ენჯეოების" უკან ჩვენ ვაწყდებით NED-ის ხელშეწყობასა და ძალიან მსუყე დაფინანსებას. მოვუწოდებდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ისევე, როგორც ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის ორგანიზაციების ხელშეწყობისგან, რადგან მათი მავნებლობა, ვფიქრობ, აშშ-ის მუდმივ ინტერესებში არ შედის. მის ინტერესებშია სტაბილური და განვითარებული საქართველო რეგიონში, რომელიც არის მყარი დასაყრდენი აშშ-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის," - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

 

დღის ამბები