22 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ლუკაშენკომ 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა. მათი ვინაობა არ საჯაროვდება.

ლუკაშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ხელი მოაწერა განკარგულებას "პროტესტთან დაკავშირებული დანაშაულისთვის მსჯავრდადებული 30 პირის" შეწყალების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 14 ქალი და 16 მამაკაცია. ზოგიერთი მათგანი მძიმედ არის ავად, ზოგი კი - საპენსიო ასაკისაა.

ლუკაშენკოს პრესსამსახური წერს, რომ ყველა შეწყალებულმა "აღიარა დანაშაული და გულწრფელად მოინანია თავისი ქმედება."

დღის ამბები