22 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი GORBI - ის კვლევაზე: ეს არის ლოგიკური შედეგი, ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა სიბრძნე და ამ შედეგს, საბოლოო ჯამში, 26 ოქტომბერს ვნახავთ

"ამ კვლევების და რიცხვების გარეშეც განწყობები ძალიან ნათელია, მათ შორის ვატყობ ჩვენს ოპოზიციასაც რომელიც რეგიონში როგორც იქნა გავიდა, აქამდე სტუდიებიდან ვერ გამოდიოდნენ. გავიდნენ და ვატყობთ მათაც, რომ ძალიან კარგად გრძნობენ, რა განწყობები არის მოსახლეობაში და ეს კვლევაც ამას ასახავს საერთო ჯამში," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"როგორ შეიძლება, რომ სხვანაირი შედეგი იყოს, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ის, რომ ქართველი ხალხი თავს მოატყუებინებს "ნაციონალურ მოძრაობას" იმით, რომ რაღაც სხვადასხვა ჯგუფებად დაიყოფიან, ხალხს ხმას მიაცემინებენ და დააბრუნებინებენ იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც მათ ჰქონდათ დამყარებული.

ეს არის ლოგიკური შედეგი, ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა სიბრძნე და ამ შედეგს საბოლოო ჯამში 26 ოქტომბერს ვნახავთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ GORBI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს "ქართული ოცნება", ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს.

დღის ამბები