საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა სპორტსმენებსა და საზოგადოებას პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.
ხაბელოვი სიტყვით ცერემონიების სასახლეში გამოვიდა, სადაც ქართველი ოლიმპიელების საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა.
"შინაგანი განცდა მქონდა, რომ ნამდვილად უკეთესი შედეგები იქნებოდა, ეს ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს სპორტსმენებს და საზოგადოებას. ეს წარმატება მთელი ქვეყნის წარმატებაა, რამეთუ სპორტი ეკუთვნის ყველას, ყველა განიცდის, ვისაც უყვარს თავის ქვეყანა. წარმატება არაა შემთხვევითობა, ჩვენ თუ დავაკვირდებით ჩვენს ისტორიას, რომელშიც ჩვენ ვიმარჯვებთ, ამ სახეობებში წარმატებების გვქონდა ჩვენ და ეს არის სწორედ ის, რომ ფესვები სიღრმიდან მოდის. ეს გრძელდება და ძალიან კარგია, რომ ჩვენი სპორტსმენები, ჩვენი ახალგაზრდები ახერხებენ ამას," - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველომ გუნდურ ჩათვლაში, 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილი დაიკავა.