22 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი - სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი, ყველას დიდი მადლობა - პრემიერი

საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი - სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი. ამით საქართველო გავიდა პირველ ადგილზე გუნდურ ჩათვლაში, ჩვენ გავედით მსოფლიოში 24-ე ადგილზე და ესეც არის საუკეთესო შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიალზე გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ეს წარმატება არის მთლიანად გუნდის, თითოეული სპორტსმენის, ოლიმპიური კომიტეტისა და მწვრთნელების დამსახურება.

"მინდა ყველას გითხრათ დიდი მადლობა და მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს წარმატება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს გუნდს არ ჰყავდა არც ერთი ნატურალიზებული სპორტსმენი.

„არაერთი ქვეყანა ფონს გადიოდა სწორედ ნატურალიზებული სპორტსმენებით. ჩვენს შემთხვევაში მთლიანად ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად არის დასაფასებელი ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები