22 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ცდილობს რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ ამ კინკლაობაში მას ვერ ჩავყვებით - ირაკლი კობახიძე ოლიმპიელი სპორტსმენების დაჯილდოებაზე

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ ამ კინკლაობაში მას ვერ ჩავყვებით. მას თუ უნდა შეუძლია ეს სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლმაც თქვა, რომ ოლიმპიელ სპორტსმენებს პარალიმპიელ სპორტსმენებთან ერთად დააჯილდოებდა.

"მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როცა სრულდება ოლიმპიური თამაშები, ტარდება ოფიციალური მიღება და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ასეთი ღონისძიების დაგეგმვა.

როგორც მოგეხსენებათ დაჯილდოების ცერემონიას ატარებს პრეზიდენტი, მისი საქმეა ამას როდის და სად გააკეთებს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, ეს არის დახვედრის ღონისძიება.

უშუალოდ ორდენებით დაჯილდოების პრაქტიკა აქამდე არ იყო დანერგილი. 2021 წელს, როდესაც გაიმართა ანალოგიური დახვედრა იქ საერთოდ არ მომხდარა ორდენებით სპორტსმენების დაჯილდოება. მაშინ როდესაც ჩვენ გვყავდა დამსახურებული სპორტსმენები, მაგალითად ლაშა ტალახაძე მაშინ გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა სალომე ზურაბიშვილს აზრადაც არ მოსვლია მისი დაჯილდოება ორდენით.

ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვამკვიდრებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და მე ვფიქრობ, რომ თითოეული ოლიმპიელი, თითოეული მედალოსანი, თითოეული ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოს, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამ ჯილდოებს მიიღებენ, ალბათ ასე მოხდება. თუ არა და ოთხ თვეში გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ის მაინც დააჯილდოებს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ უფრო ადრე მოხდება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები