22 ნოემბერი 2024,   04:05
ვრცლად
საბჭოთა კავშირის დროს ცენზურის ქვეშ მოქცეული ფილმის რესტავრირებულ ვერსიას ქართველი მაყურებელი პირველად ნახავს - გიორგი შენგელაიას "ალავერდობა" საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მონაწილეა

გიორგი შენგელაიას "ალავერდობა" საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მონაწილეა. საბჭოთა კავშირის დროს, ცენზურის ქვეშ მოქცეული ფილმის რესტავრირებულ ვერსიას ქართველი მაყურებელი პირველად ნახავს. ეროვნული არქივი კინოფესტივალისთვის ემზადება. "კინო – ისტორიის მემატიანე" - ეს წლევანდელი სლოგანია.

14 ქვეყანა და 28 ფილმი - საარქივო ფილმების ფესტივალმა წელს უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ნაჩვენები იქნება როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ნამუშევრები. ფესტივალის მთავარი მიზანია, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ის ფილმები, რომლებმაც აქამდე, სხვადასხვა მიზეზით, მაყურებლამდე ვერ მიაღწია.

ქართველ მაყურებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფონდებში დაცულ საარქივო ფილმებს წარუდგენენ. მათ შორისაა შეერთებული შტატები, ჩეხეთი, ესპანეთი, გერმანია, ხორვატია. ფესტივალს წელს სიახლეც აქვს - პანელური დისკუსია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ფესტივალს წელს საპატიო სტუმარიც ეყოლება - ხორვატი რეჟისორი, ივან სალაჟი, რომელიც თავის ნამუშევარს ქართველ მაყურებელს პირველად წარუდგენს.

საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე მესამედ - 17 სექტემბერს გაიხსნება და სამი დღე გაგრძელდება.

 

ავტორი: ტატო კახიძე

დღის ამბები