თურქეთში, ალალაჰის ტერიტორიაზე, მიწისძვრის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას, არქეოლოგები ძვ.წ. XV საუკუნით დათარიღებულ ფირფიტას წააწყდნენ. როგორც Foxnews-ი წერს, მასზე ლურსმულით შესრულებული ტექსტი იკითხება.
მედიის ცნობით, თიხის 28-გრამიან ფირფიტაზე დიდი რაოდენობით ხის მაგიდებისა და სკამების შეძენის ჩანაწერია ასახული.
თიხის ფირფიტის სიგრძე 3.5 სმ, სიგანე 4.2 სმ., ხოლო სისქე 1.6 სმ.-ია.