22 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა ტურისტებისთვის იხსნება

ტუროპერატორების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვარს დეკემბერში გახსნის. ტურისტებს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი სამჯიონი მიიღებს. როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია ქვეყნის დანარჩენი ნაწილის გახსნაც.

სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ ქვეყანა მზადაა, კოვიდპანდემიისას განსაკუთრებით გამკაცრებული წესების შესამსუბუქებლად და ტურისტების გაცილებით დიდი ნაკადის მისაღებად.

ქალაქ სამჯიონში ჩრდილოეთ კორეა "სოციალისტურ უტოპიას" აშენებს. ჩინეთის საზღვართან მდებარე ქალაქი უნდა იყოს "უაღრესად ცივილიზებული მთის ქალაქის მოდელი" ახალი ბინებით, სასტუმროებით, სათხილამურო კურორტით, კომერციული, კულტურული და სამედიცინო ობიექტებით.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამჯიონის პროექტისადმი "უპასუხისმგებლო" მოპყრობის გამო, რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დღის ამბები