ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მომენტში, ბინაში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მეხანძრე-მაშველები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.