ტაილანდის სასამართლომ პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში წერია, რომ პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, 9 მოსამართლისგან შექმნილი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დათხოვილია მინისტრთა კაბინეტიც.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი სრეტა ტავისინის მიერ საკუთარ ადმინისტრაციაში თანამდებობის პირად წარსულში ნასამართლევი პირის დანიშვნა გახდა.