ბერლინის ზოოპარკში პანდა ისევ ტყუპებზეა ორსულად. ზოოპარკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პანდა მენგ მენგმა შესაძლოა ტყუპები თვის ბოლოს გააჩინოს.
პანდა მენგ მენგი ხელოვნური განაყოფიერებით 2024 წლის მარტში დააფეხმძიმეს.
ზოოპარკის ადმინისტრაციამ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რომ ბერლინის ზოოპარკში მობინადრე გიგანტური პანდისთვის ჩატარებულმა ულტრაბგერითმა კვლევამ განვითარებადი ნაყოფების არსებობა აჩვენა.
"თავიდან ულტრაბგერით აპარატზე მხოლოდ ერთი გულისცემა ჩანდა, შემდგომ კი მეორეც გამოჩნდა,“ - აღინიშნება ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის, ნაყოფის სიგრძე მხოლოდ 2.5 სმ აღწევს, თუმცა დაბადებამდე კიდევ გაიზრდებიან. ვარაუდობენ, რომ პანდა მენგ მენგი აგვისტოს ბოლოს იმშობიარებს.
წყარო: Deutsche Welle