22 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
"ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ... არ ვარ მზად" - რას აცხადებენ ენმ-ში მიხეილ სააკაშვილი Facebook-პოსტთან დაკავშირებით

აშშ-ს საელჩო განმარტავს, რომ საქართველოში ამერიკელი პოლიტიკოსების ვიზიტისას განხილვის თემა მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა. აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობა კი წერს, რომ - "არც დეზინფორმაცია, არც სპეკულაცია არ დაეხმარება უთანხმოების გადაწყვეტას. სენატორი შაჰინის და წარმომადგენელი ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის საგანი არ ყოფილა."

მანამდე, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა, რომ მისი პატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა სხვადასხვა შეხვედრაზე, რისთვისაც მან შაჰინს და ტერნერს მადლობა გადაუხადა.

თემაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები. რა იყო მიხეილ სააკაშვილი Facebook-პოსტის მთავარი მიზანი - ამ საკითხთან "კურიერი" "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ჩალაძეს ესაუბრა, რომელიც მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ მზად არ არის.

"ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ... არ ვარ მზად კომენტარი გავაკეთო. პრეზიდენტი სააკაშვილი ჩემთვის არის ერთი-ერთი ყველაზე ახლო ადამიანი და მე მის ყველა დავალებას და სურვილს შევასრულებ, მაგრამ ამ კომენტარის გაკეთების საშუალება ახლა არ მაქვს," - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

დღის ამბები