22 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
Fitch-მა უკრაინის სუვერენული რეიტინგი შეზღუდულ დეფოლტამდე შეამცირა

სამშაბათს სააგენტო Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი "C" დონიდან შეზღუდულ დეფოლტამდე“ შეამცირა - ამის შესახებ უცხოური გამოცემა Reuters წერს.

მიზეზად კი სააგენტო 2026 წლის ევროობლიგაციების გადახდის საშეღავათო პერიოდის გასვლას ასახელებს.

ომის შედეგად განადგურებულმა ქვეყანამ საკუთარ ობლიგაციებზე დეფოლტი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ნებას რთავს საგარეო ვალის გადახდების შეჩერებას 1 ოქტომბრამდე.

ამავე თვის დასაწყისში, უკრაინამ 20 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო ობლიგაციების რესტრუქტურიზაციაზე ობლიგაციების მფლობელების თანხმობის მოპოვების პროცესი დაიწყო.

Fitch-მა შეინარჩუნა უკრაინის ადგილობრივი ვალუტის (LC) ვალის რეიტინგი "CCC-ზე", რადგან ის მოელის, რომ LC ვალი გარე კომერციულ კრედიტორებთან რესტრუქტურიზაციის შეთანხმებიდან გამოირიცხება.

დღის ამბები