22 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"ევროპული საქართველოდან" წასულები პარტია "ფედერალისტებს" აფუძნებენ

"ევროპული საქართველოდან" წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას აფუძნებენ. არსებული ინფორმაციით, პარტიის სახელწოდება იქნება - "ფედერალისტები". პარტიის პრეზენტაცია, ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება.

ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ხვალ, 19:00 საათზე ვაკეთებთ პარტიაზე განაცხადს.

ხვალიდან უკვე სახელი გვერქმევა

ყრილობას ჩავატარებთ სექტემბერში რომ ჩვენს 900-ივე დელეგატს დაფუძნებაში როლი ჰქონდეს.

ცენტრალური ორგანიზაცია მალევე გაიმართება.

რეგიონებში პროექტებად ვიმუშავებთ (დეცენტრალიზებულად) და 25 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენი პარტია რეგიონებშიც ბენტლივით იქნება," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

დღის ამბები