ოლიმპიური ნაკრები სამშობლოშია - პარიზიდან დაბრუნებული ჩემპიონების ზღაპარი საქართველოში გაგრძელდა. გენო პეტრიაშვილს გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. გორში ოლიმპიური ოქრო არ უკვირთ, თუმცა გენო პეტრიაშვილის მიღწევა განსაკუთრებულია. თავისუფალი სტილით მოჭიდავის ოქროს მედალს მთელი ქალაქი დიდხანს ელოდა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები, გულშემატკივრები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შედეგი 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია. ჩვენმა გუნდმა ოლიმპიადაზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჯამში 206 ქვეყნიდან 24-ე ადგილი დაიკავა.
მიღწეული წარმატებას ქართველ ოლიმპიელებს, სოციალურ ქსელში, კიდევ ერთხელ ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე. ოლიმპიელებს აეროპორტში დახვდა და ისტორიული შედეგი მიულოცა კულტურის და სპორტის მინისტრმა
პარიზის ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურა. მომდევნო ოლიმპიადა 2028 წელს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი