22 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
"ყველა ჩადენილ დანაშაულს, შეიძლება ძალიან გვიან, მაგრამ აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი სასჯელი" - ზურაბ მანჯავიძე აგვისტოს ომის გამოძიებაზე

 

" ქართულის" წევრი ზურაბ მანჯავიძე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

" მიმაჩნია რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის მიზეზ-შედეგობრივი გამოძიება, რომელმაც ჩვენს სახელმწიფოს კატასტროფული შედეგები მოუტანა. შინ და გარეთ მავანმა უნდა შეიგნოს, რომ საქართველო არის სახელმწიფო და არ არის მარიონეტი, რომელსაც შენ ნებაზე ათამაშებ და ნებისმიერ დროს შეწირავ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ,თუ შორს მიმავალ პოლიტიკურ გეგმებს. მით უფრო აქტუალურია ეს თემა დღევანდელ ფეთქებად სიტუაციაში, როდესაც იმავე და უარესი სცენარით სურთ ჩვენი ჩათრევა დამღუპველ ომში და მცირეხნიან მსხვერპლად გამოყენება. დიდი შორსმჭვრეტელობა არ არის საჭირო იმის გამოსათვლელად, რა შედეგებს მოუტანს ყოველივე ეს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ყველა ჩადენილ დანაშაულს, შეიძლება ძალიან გვიან, მაგრამ აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი სასჯელი.ეს არ არის რევანშის სურვილი, ეს არის აუცილებლობა და გახდეს პრეცედენტული მომავალი თაობებისთვის ." - განაცხადა მანჯავიძემ

დღის ამბები