22 ნოემბერი 2024,   04:06
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე: იმაზე დიდი ფარისევლობა რა უნდა იყოს, რომ ეს ეკლესიის მაგინებელი თურმე გელათზე დარდობს, ხმები გჭირდებათ თქვე უსამშობლოებო და ეკლესია ახლა შეგიყვარდათ არა?

გითხარით მე თქვენ, ეს ურჯულოები არჩევნების მოახლოებასთან ერთად სანთელსაც დაანთებენ თქო და აი, პირველი მერცხალიც, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც საუბარია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია გელათი.

"გითხარით მე თქვენ, ეს ურჯულოები არჩევნების მოახლოებასთან ერთად სანთელსაც დაანთებენ თქო და აი, პირველი მერცხალიც.
იმაზე დიდი ფარისევლობა რა უნდა იყოს, რომ ეს ეკლესიის მაგინებელი თურმე გელათზე დარდობს...
ხმები გჭირდებათ თქვე უსამშობლოებო და ეკლესია ახლა შეგიყვარდათ არა? ნახავთ თქვენ, ამ სიყალბის გამო რა პასუხსაც გაგცემთ ქართველი ხალხი!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღის ამბები