საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებს ახორციელებს.
ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქ. ფოთის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ 17 სოფელს. ქსელის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა წმინდა გიორგის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდება მალთაყვას უბანშიც. პარალელურ რეჟიმში, ქ. ფოთში გრძელდება წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებიც.
კომპანიის დაკვეთით, ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის პროექტის მიერ დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს, რაც ჯამში 17 კმ-მდე მონაკვეთზე, 10 ქუჩის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას გულისხმობს. ამასთანავე, ლარნაკას, გურიისა და სამეგრელოს ქუჩებზე წყალარინების ქსელის მშნებელობის მიზნით, ტრანსპორტის შეუფერხებლად მოძრაობისთვის ალტერნატიული გზა თეოფანე დავითაიას, ვიქტორ კრატასიუკისა და გამსახურდიას ქუჩებზე მოეწყობა.
ქ. ფოთის და ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების 17 სოფელში მიმდინარე პროექტებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ჯამში 193 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.