დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ "X-ზე" დაბრუნდა. "რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატს Twitter-ის მფლობელთან, ელონ მასკთან აუდიო ინტერვიუ ჰქონდა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მასკის სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის იდეა მოსწონს.
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ინტერვიუს მსვლელობისას, მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთ-უკრაინის ომში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.