აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ქვეწარმავალმა 11,700 მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ამერიკულ კომპანიაში Dominion Energy აცხადებენ, რომ გველი მაღალი ძაბვის ზონაში შეძვრა და, ტრანსფორმატორთან კონტაქტის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
აბონენტებს ელექტრომომარაგება დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ აღუდგათ.