ყველაზე შედეგიანი ოლიმპიადა - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანა, რომელიც ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე, რაოდენობრივად, ყველაზე ნაკლები სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ყველაზე მეტი მედლით დაბრუნდა.
3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ქართველი სპორტსმენების მონაგარით, საქართველომ, 206 ქვეყანას შორის, 24-ე ადგილი დაიკავა. დაპირებული ფულადი ჯილდოების გარდა, ქართველი ოლიმპიელები სახელმწიფოსგან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვებისა და ღირსების ორდენებსაც მიიღებენ.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი