ლონდონში, ლესტერის მოედანზე, 11 წლის გოგონა და 34 წლის ქალი დანით დაჭრეს. თავდამსხმელის შეჩერება 29 წლის მოქალაქემ შეძლო, რომელიც TWG tea-ში დაცვის თანამშრომლად მუშაობს. ის თავდამსხმელისკენ გადახტა და მისთვის დანის წართმევა მოახერხა. როგორც მოქალაქე მედიასთან საუბრისას ამბობს, ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციის ცნობით, 11 წლის გოგონა კლინიკაში მკურნალობას საჭიროებს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 34 წლის ქალს შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს.
დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია ამ დრომდე მუშაობს.