22 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ბერლინში, 4 მოხუცი პაციენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექიმი დააკავეს

ბერლინში, 4 მოხუცი პაციენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექიმი დააკავეს - ის მაშინ დააკავეს, როდესაც, პაციენტების სახლებში გაჩენილი ხანძრის მეშვეობით, დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობდა.

39 წლის ექიმი, რომელიც პალიათიური დახმარების ჯგუფის წევრი იყო, ოფიციალური ბრალის წარდგენამდე პატიმრობაში დატოვეს. მას, ივნის-ივლისის თვეებში, ოთხი მოხუცი პაციენტის მკვლელობას ედავებიან, თუმცა გამომძიებლებმა ჯერ არ იციან, რა მეთოდით ჩაიდინა დანაშაულები 39 წლის ექიმმა.

ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ეჭვმიტანილი, კვალის დამალვის მიზნით, პაციენტების სახლში ხანძარს აჩენდა.

პირველი შემთხვევა 11 ივნისს მოხდა, როდესაც ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა 87 წლის ქალის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ის, შემდგომ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 8 ივლისს, ეჭვმიტანილმა 76 წლის ქალი მოკლა, შემდეგ კი, 15 და 24 ივლისს, კიდევ ორი ადამიანი - 72 და 94 წლის ქალები.

წყარო: CBS News 

დღის ამბები