22 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
[VIDEO] აშშ-ში ძაღლმა ხანძარი გააჩინა და "დანაშაულის ადგილიდან" მიიმალა

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში, ძაღლმა ხანძარი გააჩინა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, როგორ შეაქვს მას ოთახში ტელეფონის სატენი მოწყობილობა (ე.წ. ფაუერბანკი) და იწყებს მის ღეჭვას.

რამდენიმე წუთის შემდეგ, ელექტრონული მოწყობილობა ფეთქდება და ძაღლის საწოლს ცეცხლი უჩნდება.

"დამნაშავე" "დანაშაულის ადგილს" ტოვებს. მასთან ერთად, გარბის ოთახში მყოფი კიდევ ერთი ძაღლი და კატა.

სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, შინაურმა ცხოველებმა სახლის დატოვება სპეციალურად მათთვის მოწყობილი კარის საშუალებით მოახერხეს.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები