22 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ყველამ რომ თავის კორუფციას მიხედოს ხომ კარგი იქნება - გურამ მაჭარაშვილი ტერნერზე

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილს განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენი, რომელიც მმართველ გუნდს დემოკრატიას უწუნებს, თავად არის კორუფციაში ბრალდებული.

მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები შემთხვევით არ არის.

"შემთხვევითი არ არსი, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი ჭკუას გვარიგებს და დემოკრატიას გვიწუნებს, შემდეგ, თავად აღმოჩნდება, ან უცხოელ აგენტად, ან კორუფციაში ბრალდებული.

ბატონი ტერნერიც, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში, მის წარსულს რომ გადავხედოთ, ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, ბრალდებულია კორუფციაში. ყველამ რომ თავის კორუფციას მიხედოს ხომ კარგი იქნება.

სხვათა შორის, შეგვიძლია კონსულტაციებიც გავუწიოთ იმიტომ, რომ კორუფციასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად წინ მიიწევს.

საქართველოს საკითხს როდესაც იხილავენ ამერიკაში, გადაამოწმონ ამ ადამიანების ბიოგრაფიები და იმ საკითხთან დაკავშირებით მაინც ნუ ალაპარაკებენ, რაშიც პირდაპირი ბრალდება აქვთ წაყენებული.

ვფიქრობ, რომ არ არის ეს შემთხვევითი. ევროპარლამენტარები, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც ბრალდებულები არიან ზუსტად ისინი საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიურ საკითხში.

ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ აქაური რადიკალური ოპოზიცია იხდის თანხებს იმისათვის, რომ შემდეგ იქ რაღაც განცხადებები გაკეთდეს. როდესაც საკუთარ ქვეყანაში გაქვს ბრალდება წაყენებული კორუფციაზე და სხვა ქვეყანაში იწუნებ დემოკრატიას არავინ არ დაგიჯერებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, პირი, რომელი კორუფციაშია ბრალდებული, მისგან ქართულ ხელისუფლების კრიტიკა არარელევანტურია.

"ადამიანს, რომელსაც უწევს მის რეპუტაციასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა და ამ კრიტიკის ატანა, მისგან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკას ვერ მოვისმენთ და არარელევანტურია. როდესაც ამ ფაქტებს არ აქვთ საფუძველი და მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ცრუ ნარატივზე არის აგებული ნებისმიერი განცხადება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები