თურქეთში, სეიდიქემერ მუღლას რაიონში, საკლიკენტის კანიონში, ქვის ცვენის შედეგად, ორი რუსი ტურისტი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
დაშავებულ ტურისტებს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა, რის შემდეგაც მაშველებმა ისინი ტერიტორიიდან საკაცეებით გამოიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, ტურისტებს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდათ.
ინციდენტის შემდეგ, კანიონის ტერიტორია დროებით ჩაიკეტა.