რეგიონებში ახალგაზრდული ბანაკებისა და ოფისების გახსნას აგრძელებს გვარამია-მელიას გაერთიანება. ვისი დაფინანსებით ხდება ახალი ბანაკების გახსნა, ნიკა მელია ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ თანხები გამჭვირვალეა. ახალი ოფისი კოალიციამ დღეს სამტრედიაში გახსნა.
მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს კი, მოქალაქემ მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარს ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის, ადგილზე მდგომარეობა განმუხტულია.