ჰამბურგის რეგიონული სარდლობის მეთაური აცხადებს, რომ გერმანია პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის 5 წელიწადში მზად უნდა იყოს.
მაიკლ გისის თქმით, ცივი ომის დასრულებიდან და გერმანიის დაყოფიდან 30 წლის შემდეგ, გერმანელებს სურდათ მშვიდობით ტკბობა და დღეს ისინი ვერ აღიქვამენ გარე საფრთხეს.
"ხუთ წელიწადში, ჩვენ სოციალურად საკმარისად მდგრადი უნდა ვიყოთ, რომ გავუძლოთ გარე სამხედრო საფრთხეს", – თქვა მაიკლ გისმა.
კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა გერმანიის საზღვაო ძალებიც მზად ომისთვის, მეთაურმა განაცხადა, რომ მთელი გერმანია მზად უნდა იყოს ომისთვის.