სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიაგო. თორნიკე რიჟვაძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის წევრებმაც, ბათუმის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.
"დღეს, კიდევ ერთი სევდიანი და, ამავდროულად, საამაყო თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 2008 წელს, შინდისის გმირებმა საოცარი ისტორია დაწერეს ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ეს იყო გმირობის ისტორია, რომელიც მომავალ თაობებს არასდროს დაავიწყდებათ. დღეს აქ შევიკრიბეთ და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ, ვიზიარებ ოჯახის წევრების დიდ დანაკლისსა და ტრაგედიას", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.