სარფში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითს ტრაილერი შეეჯახა. მიღებული ტრავმის შედეგად, ქალი ადგილზე დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.