ჯგუფი "ეგარი" 15 წლისაა - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის "ქართული ფოლკლორი და ესტრადა რეგიონებში ხელშეწყობა" ფარგლებში, კომპანია Meta Georgia-მ ფოთსა და ქობულეთში ჯგუფ "ეგარის" საიუბილეო კონცერტები გამართა.
საგასტროლო ტურნეში "ეგარის" მუსიკოსებმა ტრადიციული პროგრამა შეასრულეს. კონცერტებს, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია Meta Georgia-მ მსგავსი პროექტები გასულ წლებშიც განახორციელა და, ჯგუფ "ეგართან" ერთად, საგასტროლო ტურნე საქართველოს რეგიონებში მოაწყო.