მშობლიურ ქალაქში გულშემატკივრობდნენ უკვე სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს - საჩხერის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში დიდი ეკრანი მოეწყო.
ტალახაძის ოჯახის წევრები და ქომაგები ამბობენ, რომ, დაძაბული შეჯიბრის მიუხედავად, მის გამარჯვებას ელოდნენ.
"ცოტა დაძაბული შეჯიბრი იყო. სპორტში ყველაფერი ხდება, მაგრამ ძლიერები იმარჯვებენ. ამ შემთხვევაში, ლაშა ძლიერი გამოდგა, გაიმარჯვა და ყველა ველოდებოდით, რომ ეს ასე იქნებოდა,“ - აცხადებს ლაშა ტალახაძის მამა, კობა ტალახაძე.