22 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
სწორედ ჩვენი გმირების ღვაწლი და სამშობლოსთვის თავგანწირვა გვავალდებულებს, რომ დიდი ძალისხმევით და კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიცვათ და განვამტკიცოთ მშვიდობა - თეა ახვლედიანი

სწორედ ჩვენი გმირების ღვაწლი და თავგანწირვა სამშობლოსადმი გვავალდებულებს, რომ დიდი ძალისხმევით და კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიცვათ და განვამტკიცოთ მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა შინდისში ჟურნალისტებს განუცხადა.

"სწორედ ჩვენი გმირების ღვაწლი და თვგანწირვა სამშობლოსადმი გვავალდებულებს, რომ დიდი ძალისხმევით და კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიცვათ და განვამტკიცოთ მშვიდობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოთ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, რათა სრულყოფილად შევძლოთ აღვასრულოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ეროვნული მიზნები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის გაერთიანებას,“ - აცხადებს თეა ახვლედიანი.

შინდისში დილიდან მივიდნენ დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრები. გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა.

შინდისის ტრაგედიიდან დღეს 16 წელი შესრულდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და, ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით, თავი აიფეთქეს. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა. ეს ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო.

დღის ამბები