22 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
რა სამარცხვინოდ ჩანს ნიკა გვარამია და მისნაირი უტიფარი პოლიტიკოსები, რომლებიც ლანძღავდნენ ლაშა ტალახაძეს - მათი გესლიანი კნავილი სასახელო სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებს - ლევან ნიკოლეიშვილი

"დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიურ მედალოსნებს, მაგრამ იმედია, არავის არ ეწყინება, თუ განსაკუთრებით მაინც ჩვენ ოლიმპიური გუნდის კაპიტანს, ლაშა ტალახაძეს გამოვყოფ - პლანეტის უძლიერესი კაცი ქართველია, რომელიც უკვე მესამე ოლიმპიადაზე, არა მარტო შტანგას წევს ყველაზე მაღლა, არამედ საქართველოს დროშას, ჩვენი ჰიმნი კი მგონი მსოფლიოს ყველა ძალოსანმა იცის უკვე ზეპირად“ - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილის თქმით, ამ დიდ დღესასწაულის ფონზე, "სამარცხვინოდ ჩანან ნიკა გვარამია და მისნაირი უტიფარი პოლიტიკოსები, რომლებიც ლანძღავდნენ ლაშა ტალახაძეს".

"ერის სიძლიერისა და იდენტობის ერთ-ერთი სახე, სპორტულ ასპარეზობაში გამოვლენილი წარმატებაა. ძნელია გულგრილად უყურო, არ აღელდე, ტანში ჟრუანტელმა არ დაგიაროს, როცა ხედავ შენი ქვეყნის დროშა ყველაზე ზევით მიემართება და საქართველოს ჰიმნი ისმის... და თუ შენ ამას არ გრძნობ, არ განიცდი და სიხარულის ცრემლი არ მოგდის, არათუ ამ ქვეყნის შვილი არ ხარ, მაშინ საერთოდ ვინ ხარ...

პარიზის ოლიმპიადამ თავი ბევრი რამით დაგვამახსოვრა, გახსნის სკანდალითა, თუ მსაჯების არაობიექტურობით, მაგრამ ჩვენი სასახელო სპორტსმენების გამოსვლამ მაინც ბევრ მოლოდინს გადააჭარბა.

თითოეული მათი მოპოვებული ბრინჯაო, ვერცხლი, თუ ოქრო ისეთ სიამაყეს გვრის ადამიანს, თითქოს შენც პირადად მიიღე მონაწილეობა ამ ყველაფერში. მით უფრო ჩვენი ოლიმპიელებიც გვათამამებენ, მიღებულ მედალს ღიმილით კბილს უსინჯავენ და იქიდან გვეუბნებიან, რომ ეს გამარჯვება მარტო მას არ ეკუთვნის, არამედ ყველას - მადლობას უხდიან მათ მწვრთნელებს, სამედიცინო თუ ტექნიკურ შტაბს, ოჯახის წევრებს, მთელ საქართველოს და გულშემატკივარს!

დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიურ მედალოსნებს ლაშა ბექაურს, ილია სულამანიძე, ტატო გრიგალაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა გურულს, გივი მაჭარაშვილს, ამ დიდ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ მოგვანიჭეს, მაგრამ იმედია, არავის არ ეწყინება, თუ განსაკუთრებით მაინც ჩვენ ოლიმპიური გუნდის კაპიტანს, ლაშა ტალახაძეს გამოვყოფ - ხუმრობა საქმე ხომ არა?! პლანეტის უძლიერესი კაცი ქართველია, რომელიც, უკვე მესამე ოლიმპიადაზე, არა მარტო შტანგას წევს ყველაზე მაღლა, არამედ საქართველოს დროშას, ჩვენი ჰიმნი კი მგონი მსოფლიოს ყველა ძალოსანმა იცის უკვე ზეპირად.

ამ დიდ დღესასწაულის ფონზე კი, რა სამარცხვინოდ ჩანან ნიკა გვარამია და მისნაირი უტიფარი პოლიტიკოსები, რომლებიც ლანძღავდნენ ლაშა ტალახაძეს, მანამდე ხვიჩა კვარაცხელიას თუ თორნიკე შენგელიას... ცხადია, მათ გესლიანი კნავილი ჩვენს სასახელო სპორტსმენებს ვერაფერს ვერ დააკლებს, თვითონ კი უბრალოდ არაერთხელ დაამტკიცეს, თუ როგორ არ უყვართ არც სამშობლო და არც მისი ნებისმიერი წარმატება... თუმცა ეს მავნებლები ჩვენს სპორტსმენებს ხვალ რომ აეროპორტში დახვდნენ, არ გამიკვირდება. აგერ, გუშინ თუ გუშინწინ, ლამის რუსი ტურისტების გასაძევებლად იყვნენ მზად, ახლა კი რომელ რუსს სხეულის რომელ ნაწილში შეუძვრნენ, თვითონაც არ იციან.“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები