პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძე ასპარეზობს (+102კგ).
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პირველი მოძრაობის, ატაცის შემდეგ 215 კილოგრამით მეორეა. ტალახაძემ ჯერ 210 კილოგრამი ასწია, შემდეგ 215 კილოგრამს გაუმკლავდა, ხოლო ბოლოს 220 კილოგრამი ვერ დაიმორჩილა.
ატაცში საუკეთესო შედეგი, 216 კილოგრამი ბაჰრეინის სახელით გამომსვლელმა, სომეხმა გორ მინასიანმა დააფიქსირა, ხოლო მესამე 215 კილოგრამით სომეხი ვარაზდატ ლალაიანია.
რამდენიმე წუთში შეჯიბრება მეორე მოძრაობაში, აკვრაში დაიწყება. ძალოსნობაში ოლიმპიადაზე მედალი ორჭიდის ჯამში ნაჩვენები შედეგით გაიცემა.