საქართველო ისტორიული შედეგის მოლოდინშია, წინ ორი ფინალური შეხვედრაა. რამდენიმე წუთის წინ თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მეტოქე დაამარცხა. ოქროს მედლისთვის სულ ცოტა ხანში იბრძოლებს გენო პეტრიაშვილი.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად მისთვის ერთი ბარიერია - ირანელი მეტოქის დამარცხება.
უმაღლესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად ემზადება ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც. ძალოსანთა 102 კგ-იან წონით კატეგორიაში შეჯიბრი თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი.