ბრაზილიის შტატ სან-პაულოში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 61-ვე ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
თვითმფრინავი ქალაქ ვინჰედოში ჩამოვარდა. გავრცელდა ავიაკატასტროფის ამსახველი კადრები. ასევე ვრცელდება თვითმფრინავის ნამსხვრევების კადრებიც, რომელიც თვითმხილველებმა აღწერეს, როგორც "საშინელებათა სცენა".