22 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში იმყოფებიან

საქართველოში სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი იმყოფებიან. უკვე შედგა პირველი შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. 

ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია და შავი ზღვის უსაფრთხოება - ამ თემებზე იყო საუბარი დღეს ორბელიანების სასახლეში.

ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, სენატორი და კონგრესმენი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

განცხადებაში, რომელიც ვიზიტთან დაკავშირებით საელჩომ გაავრცელა წერია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ხალხს და მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

საპარლამენტო უმრავლესობას კი აქვს მოლოდინი, რომ სენატორი და კონგრესმენი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, საფუძვლიანად შეისწავლიან და მას სამართლიან შეფასებას მისცემენ.

დღის ამბები