22 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
ედიშერ გვენეტაძე ბაობაბის ხეების გახმობაზე - "ნაციონალური მოძრაობა" არის ძალა, რომელიც საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისათვის წამოწყებულ ყოველგვარ წარმატების, სიკეთის მომტან წამოწყებას თუ საქმეს ბოროტი ზრახვებით ეწინააღმდეგება

საქართველოში უცხო "ოსტატების" მიერ ბოროტებაზე დამყნობილი ბოროტება, გაცნობიერებულ-განსხეულებულია გარედან შექმნილ, შემოგდებულ, დაფინანსებულ და მხარდაჭერილ ისეთ უსაშინელეს ძალაში, როგორიცაა "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები ანუ იგივე მეხუთე კოლონა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებას, სადაც საუბარია ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ დაბრკოლებებზე.

გვენეტაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის ძალა, რომელიც საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისათვის წამოწყებულ ყოველგვარ წარმატების, სიკეთის მომტან წამოწყებას თუ საქმეს ბოროტი ზრახვებით ეწინააღმდეგება. 

"საქართველოში უცხო "ოსტატების" მიერ  ბოროტებაზე დამყნობილი  ბოროტება, გაცნობიერებულ-განსხეულებულია გარედან შექმნილ, შემოგდებულ, დაფინანსებულ და მხარდაჭერილ ისეთ  უსაშინელეს ძალაში, როგორიცაა ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები ანუ იგივე მეხუთე კოლონა. რომელიც საქართველოსა და მისი მოსახლეობისათვის წამოწყებულ ყოველგვარ წარმატების, სიკეთის მომტან წამოწყებას თუ საქმეს ბოროტი ზრახვებით ეწინააღმდეგება. 

ყველას კარგად გახსოვთ თუ რა უბედურება, წიოკი,  ვაი-ვიში ჰქონდათ ამ უცხო ძალის კვებაზე მყოფ ტოქსიკურ სუბიექტებს ატეხილი შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკის მშენებლობის გამო...

რას არ ჩმახავდნენ...

რას არ ცრუობდნენ...

რას არ ბოდავდნენ...

რას არ ყიოდნენ...

ბოლოს ყველამ მკაფიოდ დაინახა, თუ რა მშვენიერებამ მოიცვა იქაურობა და რომ მისი ნახვით ტკბობა ყველას - შინაურსა და გარეულს სრულიად უფასოდ, რომ უშურველად შეუძლია...

საქართველოს მტრებმა ნახეს რა, რომ არაფერი გაუვიდათ სიკეთის მკეთებელი კაცის წინააღმდეგ, აქაურმა გადაჯიშებულმა ადამიანების მსგავსმა მოსყიდულმა გიენებმა დაიწყეს ახალი გაბმული ყმუილი  კენიიდან შესყიდული რვა ბაობაბის ხეების საქართველოში ჩამოტანის წინააღმდეგ. ფულით გამოვგაფლიდნებულნი წუხდნენ თითქოსდა კენიაში მოთხრილი მცენარეების გამო და რომ ზიანი ადგებოდა კენიისა და ზოგადად აფრიკის ბუნებასა და ეკოლოგიას. სად არ აფრინეს ამ უსამშობლოებმა  წერილები, სად არ მოთქვამდნენ, სად არ ყმუოდნენ საქართველოში ჩაბუდებული მეხუთე კოლონის წარმომადგენელნი, რომ ხელი შეეშალათ ბაობაბის ხეების დროულად ჩამოტანისა და შეკვეთილში დარგვისათვის.

შედეგად, 2020 წელს დაწყებული ხეების გადმორგვის პროცესი სამი წელი გაგრძელდა  და დიდი ბიუროკრატიული შეფერხებებით მიმდინარეობდა. საბოლოოდ, დიდი დაგვიანებით, შეკვეთილში ჩამოტანილი და დარგული რვავე მცენარე გახმა...

აქედან, გენიოსი ვაჟას პერიფრაზისეული დასკვნა:

ამ ბოროტების მქმნელებს საშუალება რომ მიეცეთ, ფულის საფასურად, მხოლოდ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს კი არა, არამედ მთელ საქართველოს ფლორასა და ფაუნას გაჩეხენ, დაანაკუწებენ, დახოცავენ, დაწვავენ, გაანადგურებენ და 79 წლის წინანდელ ჰიროსიმა-ნაგასაკის მსგავსს გახდიან!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.

დღის ამბები