22 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
"ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლასა და არაობიექტურ მიდგომას" - ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე

აშშ-ის პრეზიდენტის წერილს საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ეს არის არაობიექტური მიდგომა და პოლიტიკური ზეწოლა. მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო.

"პრეზიდენტის განცხადებაში ზოგადად წერია ანტიდემოკრატიული ქმედებები. მას ამის არცერთი მაგალითი არ მოჰყავს, გარდა იმისა, რომ ასახელებს კანონს, რომელსაც თვითონ ამერიკელებმა "რუსული" დაარქვეს. კანონის დასახელებაში კი იყენებს სიტყვას, რომელიც კანონში საერთოდ ნახსენები არ არის. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლასა და არაობიექტურ მიდგომას.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს გამოწვეულია არა მიღებული კანონით, არამედ გამოწვეულია იმით, რომ საქართველომ ყველაზე მაღლა საკუთარი ეროვნული ინტერესები დააყენა და არ ჩაერთო ომში! ის, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სტრატეგიული თანამშრომლობა და მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ესეც არის საკითხი, რომელოიც გაღიზიანებას იწვევს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი წერილი გაავრცელა, სადაცბაიდენმა ქართველ კოლეგას აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით წერილი მისწერა.  ჯო ბაიდენი ამერიკელი ხალხის სახელით, გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი თქმით, შტატები მიესალმება და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წერილში ბაიდენი შეშფოთებას გამოხატავს გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით და მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს ანტიდემოკრატიულად აფასებს. აქვე, ამერიკის პრეზიდენტი საუბრობს საერთო ღირებულებებზე, რომელიც ქვეყნებს აერთიანებს. მისი თქმით, 32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, საქართველო და შეერთებული შტატები ერთად იცავდა მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს.

 

დღის ამბები