კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I , II, IIა, III , IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), ელიას მთის, აშოტ კურაპალატის, თეოფანე დავითაიას, წყალსადენის, ალექსანდრე როინაშვილის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, ვაზის, მამისაანთუბნის, ჯუმბერ ლეჟავას, მეფრინველეთა, გიორგი დეკანოზიშვილის, აჩაბეთის, ზურაბ პატარიძის, თემურ ქევხიშვილის და თამარ ღვალაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II, III, IV, VI კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ევგენი მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის და ნონა გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.