22 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
იაპონიაში, მოსალოდნელი მეგამიწისძვრის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა

იაპონიაში მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს. ამის შესახებ BBC როგორც წერს, სადაც აღნიშნულია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიაში მოსალოდნელი მეგამიწისძვრის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეინარჩუნონ სიფხიზლე, თუმცა ხაზგასმულია, რომ გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ მიწისძვრა გარდაუვალია.

ეს გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. თუმცა, ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგანაც ამ მიწისძვრის ეპიცენტრი ნანკაის ღრმულის სიახლოვეს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობდა, რომელიც იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივაა გადაჭიმული.

BBC-სთან ექსპერტები აცხადებენ, რომ არსებობს 70-80%-იანი ალბათობა, რომ უახლოეს 30 წელიწადში ნანკაის ღრმულის ტერიტორიაზე 8 ან 9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდეს.



დღის ამბები