22 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
"ქართული ოცნების" დამსახურებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა საქმე, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა - ვლადიმერ ბოჟაძე

"ნაციონალურმა მოძრაობამ" - ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, - წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით, რომელსაც “ნაცმოძრაობამ” მხარი დაუჭირა, ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბობვა და კასეტური ბომბების გამოყენება ბრალდებოდა. ბოჟაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, ამის მიუხედავად, ყველა საქმე მოიგო საერთაშორისო სასამართლოებში.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" - ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, რომელშიც ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბობვა და კასეტური ბომბების გამოყენება დააბრალა!

"ქართული ოცნების" დამსახურებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.” - წერს ბოჟაძე.

დღის ამბები