21 სექტემბერი, 19:00 საათი, მიხეილ მესხის სტადიონი - საქართველო ისევ ელოდება იტალიელ ვარსკვლავებს. საქართველო მილანი - ლეგენდების მატჩი ბათუმის შემდეგ, თბილისში იმართება.
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებიც ფანებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში განსაკუთრებით უყვართ - მათი თამაშის ხელახლა ხილვა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია შესაძლებელი, სადაც ლეგენდები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩებში უპირისპირდებიან.
ლეგენდების მატჩის ორგანიზებისთვის, თბილისის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად მუშაობს. მილანში ტექნიკურ საკითხებს ათანხმებს ფედერაციის გენერალური მდივანი - დავით მუჯირი, რომელიც კლუბის წარმომადგენლებს კახი კალაძესთან ერთად შეხვდა.
შემადგენლობების შესახებ დამატებითი დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.