22 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
მორიგი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც საქართველო კვლავ დაწინაურებულია - ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა

დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური წინსვლა - პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პროგრესს ობიექტურად აფასებენ. ამჯერად ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მკვლევრებმა, ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლების მიხედვით, საქართველოს წარმატება გამოარჩიეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინდექსით, საქართველოს წლიური შეფასება გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემაში 90,3% დაიმსახურა. ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება, პოლიტიკური მკვლელობისა და წამებისგან თავისუფლებას გულისხმობს. კვლევაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო თავისუფლებების შორის, ეს ლიბერალური უფლებები, პოლიტიკური კონკურენციისა და ანგარიშვალდებულებებისთვის ყველაზე აქტუალურია.

ოპოზიციისთვის ინდექსის მონაცემები, ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას არ ასახავს.

2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 122-ე ადგილს იკავებდა, ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მიხედვით კი ევროპის ყველაზე საშიში ქვეყანა იყო რუსეთის შემდეგ. მომდევნო 11 წლიან პერიოდში საქართველო მსოფლიო რეიტინგში 66 ადგილით დაწინაურდა.

2023 წლის შედეგებით საქართველო დიდი შვიდეულის, ნატოს და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს უსწრებს. მათ შორის დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ისრაელს.

 

 

დღის ამბები