22 ნოემბერი 2024,   04:06
ვრცლად
კოსმოსში რამდენიმე დღით გაფრენილი ამერიკელი ასტრონავტები, შესაძლოა იქ 2025 წლამდე ჩარჩნენ

 

ამერიკელი კოსმონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სატესტო მისიით რამდენიმე დღით გაემგზავრნენ, შეიძლება კოსმოსში 2025 წლამდე ჩარჩნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბარი "ბუჩ” უილმორი და სუნიტა უილიამსი კოსმოსში 5 ივნისს გაემგზავრნენ და ჯერ კიდევ იქ არიან. გეგმის მიხედვით, მათ რამდენიმე დღე უნდა გაეტარებინათ კოსმოსში, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. სავარაუდოდ, ისინი შობა-ახალ წელს კოსმოსში შეხვდებიან.

61 და 58 წლის კოსმონავტები, კოსმოსურ სადგურზე Boeing Starliner-ის ტიპის საფრენი აპარატით გაემგზავრნენ. ეს პირველი სატესტო მისია იყო კოსმოსური აპარატისთვის, როდესაც კოსმოსში გაფრენის დროს, მის ბორტზე ადამიანები იყვნენ. სატესტო მისიის მიზანი იყო, გაერკვიათ თუ როგორ იფრენდა კოსმოსური აპარატი, ვიდრე ის უფრო აქტიურ მოხმარებაში შევიდოდა.

მისიის პერუოდში, საფრენ აპარატს არაერთი პრობლემა შეექმნა, მათ შორის, ძრავებში გაჟონვები და რამდენიმე ძრავის ექსპლუატაციიდან გამოსვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე წარმატებით ჩავიდნენ, მათ სავარაუდოდ ალტერნატიული საფრენი აპარატი დასჭირდებათ, რათა დედამიწაზე დაბრუნდნენ.

დღის ამბები