ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ალვანში, აგვისტოს ომის ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს. მშობლიურ სოფელში მემორიალი გვირგვინით შეამკეს. იქამდე კი, მეუფე დავითმა, ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს სასტიკად აწამეს და მოკლეს. ის საქართველოს ეროვნული გმირია.
"მათი დაღვრილი სისხლი არის სისხლი, რომლითაც საქართველო თავის მომავალს იკვალავს. ეს მომავალი, აუცილებლად, იქნება მშვიდობიანი, განვითარებაზე ორიენტირებული და, ამ გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენის მომტანი. ჩვენ, კიდევ ერთხელ, უსაზღვრო მადლიერებით, დაუვიწყარი ხსოვნითა და მათი გმირობის დაფასებით ვართ აღსავსენი. დიდება ჩვენს გმირებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.