22 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
აგვისტოს თვე ორმაგად მტკივნეულია ჩვენთვის, მაგრამ გვწამს და გვჯერა, აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთშიც, ცხინვალის რეგიონშიც - ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას - მეუფე ანდრია

2008 წლის აგვისტოს მოვლენები ტრადიციულად გაიხსენეს გორში - ქალაქში, რომელიც რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა. გადაიხადეს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რის შემდეგაც მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ძმები რომელაშვილების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გორში, დაღუპულ მეომართა მემორიალთან, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"აგვისტოს თვე არ არის დაკავშირებული მარტო 2008 წელს განვითარებულ ომთან, არამედ აგვისტოში დაიწყო ომი აფხაზეთში. ასე რომ, ორმაგად მტკივნეულია ეს თვე ჩვენთვის, მაგრამ გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთშიც, ცხინვალის რეგიონშიც. ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მშვიდობიანი ცხოვრება სურს", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

გორში იმყოფებოდა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი, რომელმაც ომში დაღუპულთა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

დღის ამბები