22 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ჰააგას საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ სამხედრო მოქმედებები საქართველოში დაწყებული იყო 7 აგვისტოს - თინა ბოკუჩავა

2008 წლის მოვლენებზე საუბრისას, პოლიტიკური ურთიერთბრალდებები არ წყდება. მაშინ, როდესაც სახელისუფლებო პარტია "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულზე საუბრობს და ომის გამოძიების პირობას დებს, ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" რუსული ნარატივის გამეორებაში ადანაშაულებს.  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმის "ერთიანობა" ერთ-ერთი წარმომადგენელი, თინა ბოკუჩავა ხაზს უსვამს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

"ჰააგას საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც არის მსოფლიოში უმაღლესი სამართლებრივი ტრიბუნალი, დაადგინა, რომ სამხედრო მოქმედებები რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან საქართველოში დაწყებული იყო 6-ში, 7-ში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი, რომ ის არის ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობა", გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუცია ამბობს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს. 

"ყველა საერთაშორისო ინსტიტუცია, სასამართლომ, რეზოლუციებმა, ყველამ თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს. ამიტომ, ეს არის ფაქტი," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები